პარტია "მოქალაქეების" ლიდერის ალეკო ელისაშვილის განმარტებით, "ლელოს" ინიციატივა არ მოსწონს დამისთვის გაუგებარია, რატომ უნდა შეიკრიბოს ოპოზიციური სპექტრში "ლელოს" გარშემო.
ელისაშვილის თქმით, თუ "ლელოს" რეალურად უნდა, რომ "ქართული ოცნება" წავიდეს და "ნაციონალური მოძრაობა" არ მოვიდეს, მაშინ მომავალზე უნდა ისაუბრონ და არა პირად ეგოზე.
"ძალიან ღიმილის მომგვრელია "ნაციონალური მოძრაობის" განცხადება, თითქოს გასაღები აქვთ ბიძინა ივანიშვილის დამარცხების. რა იყო დაკარგეს ეს გასაღები? 11 წელია "ქართული ოცნებაა" ხელისუფლებაში და სად არის ეს გასაღები მაშინ. ჩვენს პარტიას არაფერი საქმე არ გვაქვს "ნაციონალურ მოძრაობასთან", ღმერთმა ხელი მოუმართოს თავის გასაღებიანად, რომელიც სინამდვილეში არ არსებობს. ძალიან არ მომწონს ეს ყელყელაობა, რომ აი ჩვენს გარშემო უნდა შეიკრიბონ, "ლელო" რასაც აკეთებს ახლა. რატომ უნდა შევიკრიბოთ "ლელოს" გარშემო, ეს სიყმაწვილის სენია, რომელიც გამოყოლილი აქვს "ლელოს". დაეშვან მიწაზე, დამშვიდდნენ, დაწყნარდნენ და თუ მართლა უნდათ, რომ გავუშვათ "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" არ მოუშვათ, მაშინ დავსხდეთ და მომავალზე ვილაპარაკოთ. ვერავინ ვერ ერევა ამ თავის ეგოს, ვერც ერთი პარტია", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.