უმრავლესობის წევრის ირაკლი ზარქუას განცხადებით, "ლელოს" ხელმძღვანელობით რადიკალების ახალი ჯგუფი იქმნება, რომელიც იჩემებს, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" კი არა, მათ აქვთ გამარჯვების გასაღები.
ზარქუას თქმით, ორივე მხარე პოლიტიკურ მოუსავლეთშია გადასაგდები.
"ერთი იჩემებს, რომ გასაღები მას აქვს გაერთიანების და გამარჯვების, მეორენი ახლა კიდევ ცდილობენ, რომ შექმნან რადიკალების ჯგუფი, "ლელო" უდგას სათავეში და ის იჩემებს, რომ მე მაქვს გამარჯვების გასაგები. მე თუ მკითხავთ და ქართველ ხალხს თუ ჰკითხავთ, განწყობა ისეთია, რომ ორივე უნდა გადააბა ერთმანეთს და გადააგდო პოლიტიკურ მოუსავლეთში. "ნაცმოძრაობის" უკან, რომ დგას მერაბიშვილი და კეზერაშვილი იქ, ღირსეულ და დემოკრატიულ პროცესს როგორ უნდა ელოდეო, ეს იცის საზოგადოებამ, ეს იციან ამ პატარა პარტიებმა და იმიტომ ცდილობენ, რომ გაემიჯნონ. როდესაც გაემიჯნებიან, ისეთი ხელმოცარულები არიან, რომ ბარიერს ვერ გადალახავენ. რაც უფრო იქნებიან ასეთ მდგომარეობაში, ეს ქვეყანა მით უფრო მოიგებს. ამ ზაფხულს მსოფლიო ჩემპიონატი არ გაქვს, ამიტომ ვუყუროთ ამათ კინკლაობას და საინტერესო სანახაობა იქნება", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.