15 ნოემბერი 2024,   10:29
ვრცლად
ეს უნდა იყოს ალტერნატიული ძალის ცენტრი, რომელიც ორპოლუსიანობის მიღმა იქნება, ამ შემადგენლობაში ვერ ვნახავთ ენმ-ს, რადგან ის პოლარიზების მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია -კუპრაძა

პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” გენერალური მდივნის, აირაკლი კუპრაძის განცხადებით, "ლელოს" გაერთიანებაში "ნაციონალური მოძრაობის ადგილი არ არის, ის პოლარიზების მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია.

მისი თქმით, თუ აქამდე, ოპოზიციური ერთობები ფარდის მიღმა იქმნებოდა, ახლა ეს პროცესი საჯაროდ გაიმართება.

"ეს უნდა იყოს ალტერნატიული ძალის ცენტრი, რომელიც ორპოლუსიანობის მიღმა იქნება. ამ შემადგენლობაში, ჩვენ ვერ ვნახავთ "ნაციონალურ მოძრაობას" , რატომ "ნაციონალური მოძრაობის" გარეშე? იმიტომ, რომ ეს "ნაციონალური მოძრაობა" არის პოლარიზების მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი. თუ აქამდე, ოპოზიციური ერთობები, იქმნებოდა ფარდის მიღმა მოლაპარაკებებით, ჩვენ ეს მოდელი არ მოგვწონს. ჩვენ ვამბობთ, რომ ეს პროცესი უნდა მიმდინარეობდეს საჯაროდ", - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” წევრის დავით ხაჯიშვილის თქმით, სამწუხაროა, რომ "ლელო" ნაციონალური" მოძრაობის მიმართებით მსგავს განცხადებებს აკეთებს.

"სამწუხაროა, რომ ასეთ განცხადებებს "ლელო" აკეთებს, ჩვენ პროევროპული, პროდასავლური ორგანიზაციები, ყველა ერთად უნდა გავერთიანდეთ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ. მე გამარჯვება მხოლოდ ასე წარმომიდგენია. სხვა შემთხვევაში, თუ ჩვენ დავიქსაქსებით და ერთმანეთზე მივიტანთ შეტევებს, ამ შემთხვევაში გამარჯვება შეუძლებელი იქნება. გარკვეულ ჯგუფებთან, ყოველთვის გვქონდა და ახლაც გვაქვს მოლაპარაკებები, უფრო ღრმა, გამოკვეთილ თანამშრომლობაზე ჯერჯერობით არავისთან საუბარი არ გვაქვს", - განაცხადა დავით ხაჯიშვილმა.

დღის ამბები