"ქართული ოცნების" პარტიულ კონფერენციაზე დუშეთის ორგანიზაციის თავმჯდომარედ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კახაბერ ჩიტაური და ბიუროს წევრები აირჩიეს. ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, დღესვე ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე და ბიუროს წევრები მცხეთაში აირჩიეს.
"ქართული ოცნების" მცხეთის ორგანიზაციას მცხეთის მუნიციპალიტეტი მერი, დიმიტრი ზურაბიშვილი უხელმძღვანელებს.
კონფერენციას ესწრებოდნენ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, გენერალური მდივანი, კახა კალაძე, აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე, რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე, სახელმწიფო რწმუნებული მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დავით ნოზაძე.
11 ივნისს პარტიული კონფერენციები გაიმართება ყაზბეგსა და თიანეთში.