ოპოზიციამ 2024 წლის არჩევნებისთვის მზადება დაიწყო. ხელისუფლების ოპონენტებს გამარჯვების მთავარ გზად ერთობა ესახებათ, თუმცა ვის გარშემო გაერთიანდებიან, ჯერ კიდევ გაურკვეველია. "ლელო" პოლიტიკურ ჯგუფებს თავისთან ეპატიჟება, თუმცა "ნაციონალურ მოძრაობასთან" რაიმე ტიპის თანამშრომლობას წინასწარვე გამორიცხავს. პარტიაში ამბობენ, რომ ყოფილ სახელისუფლებო გუნდთან ღირებულებითი სხვაობა აქვთ.
"ლელოს" პოზიცია "ნაციონალურ მოძრაობისთვის" გაუგებარია. მათი თქმით, კოლეგების მსგავსი განცხადებები მხოლოდ ოპოზიციაში განხეთქილების შეტანას ემსახურება. ყველაზე დიდი ოპოზიციურ პარტია, მის გარშემო გაერთიანების მომხრეა.
ოპოზიციის დიდ ნაწილს არც "ლელოს" და არც "ნაციონალური მოძრაობის" ერთობის იდეა არ მოსწონთ. პოლიტიკურ პარტიებში ამბობენ, რომ მათ რეალური გეგმა და ხედვა, თუ როგორ უნდა გაიმარჯვოს ოპოზიციამ არჩევნებში არ დაუსახელებიათ. ერთადერთი, ვინც გაერთიანების იდეას იზიარებს "სტრატეგია აღმაშენებელია".
ოპოზიციის ერთობის სტრატეგია არასერიოზულია მმართველი ძალისთვის. "ქართულ ოცნებაში" დღეს თქვეს, რომ მათი ოპონენტები მხოლოდ მეორე ადგილისთვის ბროლას შეძლებენ.
რა კონფიგურაციით იბრძოლებს ოპოზიცია 2024 წლის არჩევნებისთვის, ამ დრომდე გაურკვეველია. "ლელოც" და "ნაციონალური მოძრაობაც" კონსულტაციებისთვის ემზადება, თუმცა მათ პარტიებთან მოლაპარაკებები უკვე ცნობილია, რომ ცალ-ცალკე მოუწევთ.