15 ნოემბერი 2024,   10:27
ვრცლად
საქართველოში ვიზიტით მყოფი ლიხტენშტაინის საგარეო საქმეთა, განათლებისა და სპორტის მინისტრი დღეს სოფელ ოძისს ეწვია

საქართველოში ვიზიტით მყოფი ლიხტენშტაინის საგარეო საქმეთა, განათლებისა და სპორტის მინისტრი დომინიკ ჰასლერი, დღეს საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ოძისს ეწვია.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლაშა დარსალიამ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა ლიხტენშტაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელს ადგილზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული ვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

ლაშა დარსალიამ ყურადღება გაამახვილა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდამჭერის მნიშვნელობაზე.

როგორც ცნობილია, საქართველოს 11-13 ივნისს ვიზიტით ლიხტენშტაინის საგარეო საქმეთა, განათლებისა და სპორტის მინისტრი დომინიკ ჰასლერი სტუმრობს. ვიზიტის ფარგლებში, დომინიკ ჰალსერი საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების უმაღლეს პირებს შეხვდება.

დღის ამბები