"ქართული ოცნება" რეგიონებში პარტიულ კონფერენციებს მართავს - ამ წუთებში შეხვედრები ყაზბეგსა და თიანეთში მიმდინარეობს. ყაზბეგის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე და ასევე ბიუროს წევრები აირჩიეს.
შეხვედრები უკვე ჩატარდა დუშეთში, სამცხე ჯავახეთში, მცხეთასა და აჭარაში.
პარტიული კონფერენციები გაგრძელდება და ზაფხულის ბოლომდე მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდება.
"ვაგრძელებთ პარტიული კონფერენციების ჩატარებას მთელი ქვეყნის მასშტაბით. დღეს გვქონდა ყაზბეგში პარტიული კონფერენცია, სადაც ავირჩიეთ ყაზბეგის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, ასევე ბიუროს წევრები. საუბარი გვქონდა ჩვენი პარტიის წევრებთან ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, გაგრძელდება კონფერენციები და ზაფხულის ბოლომდე, მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდება 73 პარტიული კონფერენცია," - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე.
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ პარტიას 42 000-ზე მეტი ღირსეული წევრი ჰყავს და სასიამოვნოდ მიიჩნევს, რომ თითოეულ მათგანთან კომუნიკაციის შესაძლებლობა არსებობს.
""ქართულ ოცნებას" ჰყავს 42 000-ზე მეტი ძალიან ღირსეული წევრი და ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა შესაძლებლობა იმისა, რომ თითოეულ მათგანთან გვაქვს კომუნიკაცია. ძალიან რთულია, შეიძლება ვიღაცას წარმოუდგენელი ეჩვენოს, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ, რომ ჩვენი პარტიის აქტიურ წარმომადგენლებს და წევრებს უშუალოდ შევხვდეთ, ცოდვა გამხელილი ჯობია, ამ ფორმატში ვიყენებთ ხოლმე კონფერენციების ჩატარების დღეს, სხვა თემებზეც ვსაუბრობთ, მიმდინარე პოლიტიკურ თემებზე, შიდა პარტიულ მიზნებზე, საორგანიზაციო საკითხებზე და ამავე დროულად ვირჩევთ რაიონულ თავმჯდომარეებს და ბიუროს წევრებს," - აცხადებს მამუკა მდინარაძე.