04 მაისი 2024,   18:11
ვრცლად
მოლდოვაში აქციის მონაწილეებმა საკონსტიტუციო სასამართლოს შენობის პიკეტირება სცადეს

საპროტესტო აქცია მოლდოვაში - აქციის მონაწილეებმა ქვეყნის დედაქალაქში საკონსტიტუციო სასამართლოს შენობის პიკეტირება სცადეს, რასაც პოლიციამ ხელი შეუშალა.

სასამართლოს შენობაში შეხვედრა იმართებოდა, სადაც განიხილავდნენ რამდენად კანონიერად ფუნქციონირებს პოლიტიკური პარტია "შორის" .

პრორუსული პოლიტიკური ძალის შესაძლო აკრძალვის გასაპროტესტებლად დედაქალქისკენ ათობით მიკროავტობუსი ჩავიდა.

აქცის მონაწილეები ანტისამთავრობო ლოზუნგებს სკანდირებდენ და მოსამართლეებს სამართლიანი განაჩენის გამოტანისკენ მოუწოდებდნენ.

დღის ამბები