04 მაისი 2024,   14:56
ვრცლად
პენიტენციურ დაწესებულებებში იუსტიციის სახლები იხსნება

პენიტენციურ დაწესებულებებში იუსტიციის სახლები იხსნება. იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, ეს არის ქართული ინოვაცია, რომელსაც ანალოგი მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ აქვს.

იუსტიციის სახლის პირველი ფილიალი მე-16 პენიტენციურ დაწესებულებაში რატი ბრეგაძემ გახსნა, სადაც 50-ზე მეტი სერვისია ხელმისაწვდომი, მათ შორის – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების აღება, დაბადების რეგისტრაცია, არასრულწლოვან შვილებთან დაკავშირებულ საკითხებზე თანხმობის გაცემა, მოქალაქეობასთან დაკავშირებული საკითხები, მარტოხელა მშობლის სტატუსის დადგენა, ქორწინებისა და განქორწინების რეგისტრაცია, ატესტატის აღება და სხვ.

სერვისის მიღებას მსჯავრდებულები წინასწარი დაჯავშნით შეძლებენ. ფილიალები პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებსაც მოემსახურება. 

"პატიმრებს დღეიდან უკვე იუსტიციის სახლში, პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე შეუძლიათ მიიღონ ყველა საჭირო სერვისი, რაც რა თქმა უნდა, როგორც მათ ცხოვრებას, ასევე ახლობლებთან ურთიერთობასაც ბევრად უფრო მეტად გაუუმჯობესებს. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ეს პროექტი ატარებს სამარკო ნიშანს, დამზადებულია საქართველოში. იუსტიციის სახლის მომსახურებით სარგებლობა შეეძლებათ ასევე ჩვენს თანამშრომლებს, რომლებიც იმყოფებიან სამსახურში," - აცხადებს რატი ბრეგაძე.

დღის ამბები