"ეს ახალგაზრდები (15-17 წლის ბიჭები და გოგოები) გამოიყენეს - ეს ბავშვები, რომლებიც მაშინ დაიბადნენ და არ იციან მათი მათი აღვირახსნილი სახე,"-ამის შესახებ, ისაუბრა "ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ ყაველაშვილმა "პოსტივის" ეთერში, გადაცემაში "პოლიტიკური პოსტი".
როგორც ყაველაშვილი აღნიშნავს, საზოგადოება კარგად ხედავს აშშ-დან, დასავლეთის მხრიდან ორმაგ სტანდარტს საქართველოსთან მიმართებით, რასაც რადიკალური ოპოზიციის სახით საქართველოში ახორციელებს.
"მე მგონი ხელის გულზეა ყველაფერი. ჩვენ კიდევ მკაფიოდ უნდა ავუხსნათ ჩვენ საზოგადოებას, მიუხედავად იმისა, რომ ამ ერთი წლის მანძილზე საკმაოდ ბევრი ინფორმაცია მიიღო საზოგადოებამ და მომზადებულია. არ დავმალავ, საქართველო საზოგადოების დიდი ნაწილის ხარჯზე ეკონომიურად ვითარდება და იძლევა იმის საშუალებას, რომ პრემიერმა, მთავრობამ ეს პოზიციები დაიცვას და დავიცვათ ჩვენც. დიახ, ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე უნდა ვიმოქმედოთ და არ ვუშინდებით ამას. მაგრამ, უნდა ვისაუბროთ ამ ორმაგ სტანდარტზე. საქართველოში, სამწუხაროდ არ არსებობს ჯანსაღი ოპოზიცია (დიდი ნაწილი რადიკალური ოპოზიციაა) და ეს გამოჩნდა კიდეც რუსეთის თემასთან დაკავშირებით. იძულებული გავხდით ძველი კადრები ამოგვეღო - რა ხდებოდა 2008 წლის შემდეგ, როდესაც ბატონი სააკაშვილი თავად ხვდებოდა ლარსის გამშვებ პუნქტთან და როგორ ესალმებოდა რუს ტურისტებს, სტრატეგიული ობიექტები როგორ მიყიდეს რუსეთს. მათი დღევანდელი შეფასებები რა იყო? - დიახ, მაშინ ასეთი გეოპოლიტიკური სიტუაცია იყო და ჩვენ ეს უნდა გაგვეკეთებინაო. დააკვირდით, რასაც ჩვენ ვიძახდით, რომ ეს ადამიანები ემსახურებიან გარე ძალას და მათ შეკვეთებს ასრულებენ. ანუ გამოჩნდა, გარე დაკვეთებიდან დათბობის პოლიტიკა დაიწყო რუსეთთან, აშშ-მ და მაშინდელმა დასავლეთმა მოუწოდეს აქ თავის ქვეშევრდომებს, მონებს, რომ აქ დათბობის პოლიტიკა განეხორციელებინათ. 2008 წლის ომში არ დაიღუპნენ ჩვენი ჯარისკაცები, მაშინ არ იყო ანწუხელიძე? თუ ახლა ჩერგოლეიშვილი რაღაც ფილმებს რომ აკეთებს, მაშინ არ იცოდა აფხაზეთში ასეთი რამ რომ მოხდა? კოდორის ხეობა არ იყო დათმობილი? ეს ადამიანებია ორმაგი სტანდარტებით რომ მოქმედებენ. მაშინ არ იყო რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების გატარება საჭირო? მაშინ უფრო ახალი მომხდარი არ იყო 2008 წლის ომი? სულ რაღაც ერთ წელიწადში დაიწყეს დათბობის პოლიტიკის განვითარება. ხმის ამომღები არავინ არ იყო. საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც დღეს შუაშისტობს და მაშინ ჩუმად იყო, ამ ყველაფერზე - პირიქით, ქორწილებშიც დადიოდნენ, ხვდებოდნენ რუს ტურისტებს და რუსეთის მეხოტბე წარმომადგენლებსაც. ამ ყველაფერზე პასუხი რა იყო? მაშინ, სხვა გეოპოლიტიკური სიტუაცია იყო და ახლა 2023 წელს გაახსენდათ, თურმე აფხაზეთის ომში რა დანაშაულები ხდებოდა. აი ეს ორმაგი სტანდარტი უნდა ვამხილოთ. ეს ახალგაზრდები (15-17 წლის ბიჭები და გოგოები) გამოიყენეს - ეს ბავშვები, რომლებიც მაშინ დაიბადნენ და არ იციან მათი მათი აღვირახსნილი სახე. ესენი არიან მავნებლები. თურმე, დღეს გახდა რუსეთი მტერი და რუსი ტურისტი მიუღებელი. მაშინ ხელგაშლილი ხვდებოდნენ ამ ყველაფერს. ეს მოდიოდა გარედან, როგორც კი გარედან უთხრეს, უნდა შეცვალოთ პოლიტიკა, შეცვალეს ეს პოლიტიკა - ახლა გაახსენდათ ანწუხელიძე და 2008 წლის ომი. მაშინ რომ უთხრეს, იცით ახლა არ გჭირდებათ რუსეთთან დაპირისპირება, მაშინ ანწუხელიძე არ ახსოვდათ. ეს ხალხი არ შეიძლება საქართველოს პოლიტიკაში იყოს. ჩვენ არ ვართ ავტორიტარიზმისკენ მიმართული ქვეყანა. ჩვენ თავისუფალი ქვეყანა ვართ და არ ვაკეთებთ იმას, რასაც წინა ხელისუფლება აკეთებდა. რადგან გადავდგით ის ნაბიჯი, რომ თავისუფალი ქვეყანა ვიყოთ, თავად საზოგადოებამ უნდა გარიყოს ესენი. პირდაპირ შემოსევა იყო ჩვენზე უცხო ქვეყნის წარმომადგენლების მხრიდან, თუ როგორ აკადრეს აშშ-ს ელჩს და ევროპარლამენტარებს, რომ ისინი ვინმემ გააკრიტიკა. ჩვენ რომ ხმა არ ამოგვეღო, დღესაც კრიტიკა იქნებოდა ჩვენი წარმომადგენლების გამოსვლაზე, თუ როგორ აკადრებენ ევროპარლამენტარებს პასუხის გაცემას. ჩვენ სიმართლეზე დაფუძნებულ პოლიტიკას ვაწარმოებთ. ეს ჩვენი ინტერესია. საზოგადოებამ იცის, რომ სამწუხაროდ დღეს ასეთი მავნე ოპოზიცია გვყავს (არც არის ეს ოპოზიცია). როგორ შეიძლება, შარვალჩახდილი ჯაფარიძე, რომელსაც თმები მოშვებული, წვერი გაპარსული ჰქონდა და ნაციონალურ მოძრაობას წარმოადგენდა, ახლა, თმა რომ მოუშვა და წვერი გაიპარსა, მაგას რა გგონია ვერავინ იცნობს? მაშინ რასაც იძახდა და თურმე მიღებული იყო რუსეთის ეკონომიკა. ახლა ყველაფერი რუსული მიუღებელია? ახალგაზრდებს იარაღის სროლას ასწავლის, თვითონ შარვალჩახდილი ეომებოდა რუსეთს? ეს გვინდა? ჩვენი შვილები და ახალგაზრდა თაობა ასეთი პოლიტიკოსების მიბაძვით, შეიძლება საქართველო განვითარდეს? ეს ხომ გამორიცხულია."-განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.