15 ნოემბერი 2024,   10:23
ვრცლად
მთავრობის მიერ დაფინანსებული ექსპერტების მთავარი ამოცანაა, რომ პირველი ვიცე-პრეზიდენტი არ გახდეს მესტვირიშვილი, ან ისეთი ადამიანი, რომელიც დღეს არის ეროვნული ბანკის საბჭოში - რომან გოცირიძე ანდრია გვიდიანის განცხადებაზე

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ევროოპტიმისტების" თავმჯდომარის რომან გოცირიძის განცხადებით, მთავრობის მიერ დაფინანსებული ექსპერტების მთავარი ამოცანაა, რომ პირველი ვიცე-პრეზიდენტი არ გახდეს მესტვირიშვილი, ან ისეთი ადამიანი, რომელიც დღეს არის ეროვნული ბანკის საბჭოში.

ასე გამოეხმაურა რომან გოცირიძე ანდრია გვიდიანის განცხადება იმის შესახებ, რომ "სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობას დღეს ასრულებს არჩილ მესტვირიშვილი, რომელიც თავიდან ბოლომდე სავალუტო ფონდის მიერ იმართება და მზადაა, ნებისმიერი მათი დავალება შეასრულოს".

გოცირიძის განმარტებით, მესტვირიშვილი უკვე 20 წელია ეროვნულ ბანკში მუშაობს და თუ რაღაცას აშავებდა უმრავლესობაში აქამდეც უნდა სცოდნოდათ.

"არჩილ მესტვირიშვილი ეროვნულ ბანკში მუშაობს უკვე 20 წელია. მუშაობა დაიწყო რიგითი თანამშრომლის პოზიციიდან და გახდა ეროვნულ ბანკის ვიცე-პრეზიდენტი. ახლა გაახსენდათ მესტვირიშვილი თუ რაღაცას აშავებდა? მაგრამ, მთავრობის მიერ დაფინანსებული ექსპერტების მთავარი ამოცანაა, რომ პირველი ვიცე-პრეზიდენტი არ გახდეს მესტვირიშვილი, ან ისეთი ადამიანი, რომელიც დღეს არის ეროვნული ბანკის საბჭოში და რომელიც შემდეგ არ იქნება იმ ფინანსური კლანის ნაწილი, რომელსაც დღეს აკოწიწებს "ქართული ოცნება", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

დღის ამბები