15 ნოემბერი 2024,   10:28
ვრცლად
ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი მოცემულობა და სისტემა, რომ არავის მიეცეს საშუალება, ეროვნული ბანკით საბოტაჟი მოუწყოს საკუთარ ქვეყანას - ირაკლი ზარქუა

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ირაკლი ზარქუას განცხადებით,  ისეთი მოცემულობა და სისტემა უნდა შეიქმნას, რომ არავის მიეცეს საშუალება, ეროვნული ბანკით საბოტაჟი მოუწყოს საკუთარ ქვეყანას.

"სავალუტო ფონდი ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციაა, არჩეული კი არ არის საქართველოს უმრავლესობის მხრიდან, ის რეკომენდაციას გასცემს - ან გაითვალისწინებ, ან შეიძლება რაღაც მოდიფიკაცია მოახდინო.

მაგალითად, 2021-ში სავალუტო ფონდი გვეუბნებოდა, რომ 3.5% გვექნება ეკონომიკური ზრდა. ის პოლიტიკა და დაშვებები რომ გაგვეაზრებინა და გაგეთვალისწინებინა, გვექნებოდა 3.5%. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვთქვით, რომ თავისუფალი ვაჭრობაა, სანქციებს უარი უნდა ვუთხრათ და 10%-იანი ეკონომიკური ზრდა გვქონდა 2021-ში, ისევე როგორც 2022-ში.

მეტსაც გეტყვით, მიმდინარე წელს მათი პროგნოზი არის 4% და ჩვენ გვაქვს უკვე 7%.

ბატონი მესტვირიშვილი არის პროფესიონალი. კი ბატონო, ის 2009 წლიდან არის ეროვნულ ბანკში, მაღალ პოზიციებს ინარჩუნებდა. მაგრამ, ახლა ბატონ მესტვირიშვილს დავაბრალოთ ეს, არ მინდა ასეთი ბრალდებებით გამოვიდე, არაფერ შუაში არ არის.

კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი მოცემულობა და სისტემა, რომ არავის მიეცეს საშუალება, რომ ეროვნული ბანკით საბოტაჟი მოუწყოს საკუთარ ქვეყანას," - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი ზარქუამ. 

დღის ამბები