პრემიერ-მინისტრი დელეგაციასთან ერთად ბელგიაში გაემგზავრა. ადმინისტრაციის ინფორმაციის თანახმად, ხვალ მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები გაიმართება ბრიუსელში.
ევროპული საბჭოს ვებ-გვერდზე უკვე გამოქვეყნდა ანონსი, სადაც წერია რომ ირაკლი ღარიბაშვილი შარლ მიშელს შეხვდება. ასევე ადმინისტრაციის ცნობით, იგეგმება პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა კულტურის საერთაშორისო ფესტივალზე "ევროპალია". ფესტივალში საქართველო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წელს პირველად მონაწილეობს. გაიმართება საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაც.