23 აგვისტო 2026,   23:27
ვრცლად
აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომელს, კობა ფარტენაძეს უცნობი მამაკაცი თავს დაესხა

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომელს, კობა ფარტენაძეს უცნობი მამაკაცი თავს დაესხა. შემთხვევა დღეს დილით აჭარის რადიოსთან მოხდა. 40 წლამდე მამაკაცმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ფარტენაძე პოლიციამ უკვე გამოჰკითხა, მისი თქმით, პირთან, რომელიც მას თავს დაესხა, კომუნიკაცია არასდროს ჰქონია. ამბობს რომ ძალადობის თემატიკაზე წიგნები მიუტანა საჩუქრად, ამის შემდეგ კი თმაში სწვდა.

თავდასხმის მიზეზი უცნობია. ფაქტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.

დღის ამბები