15 ნოემბერი 2024,   10:31
ვრცლად
სისტემური რეფორმები, ინკლუზიურობა და გამჭვირვალობა ახლა უფრო მეტად საჭიროა, ვიდრე ოდესმე საქართველოს ხალხისთვის - შარლ მიშელი

პრემიერ-მინისტრი ბრიუსელში შეხვედრებს განაგრძობს. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ირაკლი ღარიბაშვილს სამუშაო სადილზე უმასპინძლა. შეხვედრის მთავარი თემა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი იყო.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა განიხილეს საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი ევროკომისიის 12 პრიორიტეტის შესრულების კუთხით. ლიდერებმა აღნიშნეს, რომ ქვეყნის ევროპული პერსპექტივის აღიარება ისტორიული გადაწყვეტილებაა და ხაზი გაუსვეს, რომ წლის ბოლოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის, მათ შორის, პოლარიზაციის დასრულების თვალსაზრისით.

ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ "ტვიტერზე" შარლ მიშელმა განცხადება გაავრცელა.

"კეთილი იყოს თქვენი ბრიუსელში დაბრუნება, პრემიერო ირაკლი ღარიბაშვილო. ისტორიული ევროპული პერსპექტივით, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა თაობებისთვის საქართველოს ახალი ტრაექტორია დახაზოთ. სისტემური რეფორმები, ინკლუზიურობა და გამჭვირვალობა ახლა უფრო მეტად საჭიროა, ვიდრე ოდესმე საქართველოს ხალხისთვის," - წერს მიშელი.

 

 

დღის ამბები