15 ნოემბერი 2024,   10:29
ვრცლად
თუ ერთ ადამიანს მაინც ამ ქვეყანაში სჯერა იმისი, რომ მერაბიშვილ-კეზერაშვილით, ივანიშვილის დამარცხება არის შესაძლებელი, ცდება - ნიკა მელია

"ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე და ენმ-ის წევრი ნიკა მელია "ღამის კურიერში" სტუმრობისას აცხადებს, რომ დავით კერზერაშვილისა და ვანო მერაბიშვილის ირგვილივ მხოლოდ ის ხალხი მოიყრის თავს, ვინც მათსავით აზროვნებს. 

"კეზერაშვილისა და მერაბიშვილის გარშემო თავს მხოლოდ და მხოლოდ მოიყრის ის ხალხი, ვინც მათსავით ფიქრობს. ეს არის ცხადზე უცხადესი. იცით რა არის ყველაზე დიდი დამცირება ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოებისა და განსაკუთრებით "ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩევლისა, ფარსში და სიყალბეში ცდილობენ აცხოვრონ ასიათასობით ამომრჩეველი. თუ ერთ ადამიანს მაინც ამ ქვეყანაში სჯერა იმისი, რომ მერაბიშვილ-კეზერაშვილით, ივანიშვილის დამარცხება არის შესაძლებელი, [ცდება]. საუბრობენ იმაზე, რომ ამ ადამიანების კრიტიკა ივანიშვილის წისქვილზე ასხამს წყალსო, ივანიშვილისთვის ამაზე მეტი წყალი რას უნდა დაესხა, რაც ახლა ხდება?!" - განაცხადა ნიკა მელიამ.

დღის ამბები