"ქართული ოცნების" ერთ-ერთი წევრის ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, საქართველო წლებია ადასტურებს, რომ რეფორმების თვალსაზრისით არის ლიდერი რეგიონში.
როგორც ჩიქოვანი ღამის "კურიერის ეთერში" აცხადებს, ევროკავშირმა მნიშვნელოვანია მიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე.
მისივე თქმით, მხოლოდ საქართველოს არ სჭირდება ევროკავშირი, ევროკავშირისთვისაც შეუძლია ქვეყანას სარგებლის გაღება.
"მართლაც ძალიან დადებითი და პოზიტიური გამოხმაურება აქვს პრემიერ-მინისტრის ვიზიტს. ეს არ არის პირველი მაღალი დონის აქტივობა, რომელიც საგარეო ასპარეზზე აქვს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს და მთავრობის წარმომადგენლებს. ჩვენ ვაწარმოებთ ძალიან აქტიურ საგარეო პოლიტიკას და ეს მიმართულია იმისკენ, რომ წლის ბოლო ჩვენ მივიღოთ დადებითი გადაწყვეტილება ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. ჩვენი პარტნიორების წინაშე წარდგენილები ვარ იმით, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან მაღალი, ეფექტური შესრულება 12 რეკომენდაციის, მაგრამ არა მხოლოდ ამით.
ჩვენ წლებია ვადასტურებთ, რომ საქართველო არის მართლაც ლიდერი ნებისმიერი მიმართულებით, რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით. ასევე თანხვედრის უზრუნველყოფით ევროკავშირის ინსტიტუტებთან და ევროკავშირის სამართლებრივ ნორმებთან. გამომდინარე აქედან, ჩვენ ძალიან პოზიტიურად ვართ განწყობილნი. თუმცა ზუსტად ანალოგიური მდგომარეობა გვქონდა ჩვენ და მოდით გულწრფელად ვუთხრათ საზოგადოებას, რომ ეს 12 რეკომენდაცია არ არის მთავარი საკითხები, რომელიც ამ ყველაფერს აერთიანებს. არამედ არის დამატებითი საკითხები, რომელიც საქართველოს გააჩნია ასოცირების დღის წესრიგთან ერთად. ჩვენ წელსაც რამდენიმე წლიანი დოკუმენტი გვაქვს გაფორმებული, რომლის მიხედვითაც გავაგრძელებთ მუშაობას, მაგრამ ზუსტად ასეთივე წარმატებები გვქონდა ჩვენ შარშანაც.
მაგრამ მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენთვის იყო ძალიან დასანანი და არ იყო სამართლიანი და არ იყო დამყარებული ჩვენს შედეგებზე რეფორმებთან მიმართებაში. ზუსტად ამიტომ ვფიქრობთ, რომ არსებობს კვლავაც შანსი, რომ ეს გადაწყვეტილება არ იქნეს მიღებული. მაგრამ ყველამ კარგად უნდა დავინახოთ, რომ ეს გადაწყვეტილება არის უმნიშვნელოვანესი არა მხოლოდ საქართველოსთვის, ეს არის სტრატეგიული გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილებას სჭირდება სტრატეგიული ხედვა, რომელიც უნდა გაიაზროს ევროპამ, ჩვენ არა მხოლოდ ვისარგებლებთ ევროკავშირის წევრობით, არამედ ჩვენ შეგვიძლია ევროკავშირში მივიტანოთ სარგებელი," - აცხადებს ირაკლი ჩიქოვანი.