უბედური შემთხვევა სამტრედიის მუნიციპალიტეტში - გავრცელებული ინფორმაციით, მე-11 კლასის მოსწავლე მეგობრებთან ერთად მდინარე გუბისწყალზე სათევზაოდ იყო წასული, სავარაუდოდ, ის წყალში ჩავარდა.
მაშველებმა არასრულწლოვნის ცხედარი რამდენიმე საათიანი სამძებრო-სამაშველო ოპერაციის შემდეგ იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, მოზარდი სამტრედიის მე-4 საჯარო სკოლის მოსწავლე იყო.