



სამგზავრო ავტობუსი დაიწვა გვიან ღამით ავტობანზე სოფელ აღაიანის მონაკვეთზე - მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
კომპანია "მეტროს" კუთვნილი სატრანსპორტო საშუალება მთლიანად განადგურდა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო და საპატრულო პოლიციის ბრიგადები.
რა გახდა აალების მიზეზი - მომხდარს გამოძიება დაადგენს. როგორც მგზავრები ჰყვებიან, კვამლი პირველად ავტობუსის უკანა ნაწილში შენიშნეს და სალონი მალევე დატოვეს.
ისინი ბათუმის მიმართულებით კომპანიის მეორე ავტობუსმა წაიყვანა.