ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჯიხაშკარის ადმინისტრაციულ ერთეულში, საავტომობილო გზის დაგების მეორე ეტაპი მიმდინარეობს. პროექტი 2 კილომეტრიან მონაკვეთზე ასფალტის საფარის მოწყობას გულისხმობს.
სოფლის ამ მონაკვეთში საგზაო ინფრასტრუქტურა ავარიული იყო. გზასთან ერთად ეწყობა სანიაღვრე სისტემა და ეზოებში მისასვლელები. საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.