მარტის აქციების დროს დაკავებული, პარტია “საქართველოსთვის” წევრი სასამართლომ ორი ათასი ლარით დააჯარიმა. კოკა კობალაძეს შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციელებისადმი წინააღმდეგობის გაწევას და წვრილმან ხულიგნობას ედავებოდა.
მოსამართლემ წვრილმან ხულიგნობაში კობალაძე გაამართლა და მხოლოდ პოლიციელებისადმი წინააღმდეგობის გაწევაში ცნო სამართალდამრღვევად.