04 მაისი 2024,   14:42
ვრცლად
ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს ბაკურციხე-წნორის შემოვლითი გზის მშენებლობა

ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს ბაკურციხე-წნორის შემოვლითი გზის მშენებლობა. პროექტი 17 კილომეტრამდე სიგრძის, 2-ზოლიანი, ასფალტ-ბეტონის საფარიანი გზის და 6 ხიდის მშენებლობას ითვალისწინებს.

ახალი შემოვლითი გზა ალაზნის ველის მხარეს შენდება და თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხი-აზერბაიჯანის საზღვრის საერთაშორისო გზას არსებულ შიდა სახელმწიფოებრივ გზასთან დააკავშირებს. პროექტი აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება და სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 87.8 მილიონ ლარია.

დღის ამბები