15 ნოემბერი 2024,   10:23
ვრცლად
ჩვენს ორ საქართველოს უფრო მეტი აქვს საერთო, ვიდრე უბრალოდ სახელი - ჯორჯიის შტატის გუბერნატორი

საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ჯორჯიის შტატის გუბერნატორი tvitter-ზე გამოეხმაურა.

"მე და მარტის გვქონდა პრივილეგია, დავმსხდარიყავით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად დღეს, რათა განგვეხილა ჩვენი საერთო ერთგულება თავისუფლებისა და ჩვენი მუდმივი პარტნიორობისადმი. მისი გუნდის სტუმართმოყვარეობამ და თავდადებამ კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ ჩვენს ორ საქართველოს უფრო მეტი აქვს საერთო, ვიდრე უბრალოდ სახელი," - დაწერა ბრაიან კემპმა სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ის ჯორჯიის შტატის გუბერნატორს ბრაიან კემპს, ჯორჯიის შტატის პირველ ლედის და ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციას ვახშამზე უმასპინძლა.

ამავე თემაზე
დღის ამბები