საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები დღეს ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრას გამართავს. ჩვენი გუნდი ლარნაკაში კვიპროსის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.
ორივე გუნდი მნიშვნელოვან შეხვედრას ოპტიმალური შემადგენლობით ხვდება. კვიპროსის კარის აღებას კვარაცხელია-მიქაუტაძის დუეტი შეეცდება.
ამ დროისთვის, საკვალიფიკაციო ეტაპის "ა" ჯგუფს 6 ქულით შოტლანდია ლიდერობს, სამი ქულა აქვს და მეორე ადგილზეა ესპანეთის ნაკრები. ნორვეგია, საქართველო, და კვიპროსი მესამე, მეოთხე და მეხუთე ადგილებს ინაწილებენ.
კვიპროსისა და საქართველოს საფეხბურთო დაპირისპირება 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.