სუროგაციასთან დაკავშირებული კანონპროექტი დღევანდელ ბიუროზე დაინიცირდება.
მთავრობის ინიციატივა სუროგაციას მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის ხდის ნებადართულს. გარდა ამისა კანონპროექტით აკრძალულია რეპროდუქციული უჯრედის/ქსოვილის, ასევე სუროგატის საჭიროებისა და ხელმისაწვდომობის რეკლამა, როდესაც ის მატერიალურ სარგებელს ეხება; საჭირო ხდება სპეციალური ლიცენზიაც და ის სამასი ლარით განისაზღვრება.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტებით, ამჟამად მოქმედ კანონში ბევრი რისკებია. თამარ გაბუნიას თქმით, ცვლილებებით საქართველოში კანონი ევროპული სტანდარტების შესაბამისი გახდება.