ვაკის პარკის პროცესი დასკვნით ეტაპზეა. სასამართლო დღეს ლაშა ფურცხვანიძის და კიდევ 8 ბრალდებულის მიმართ წარდგენილ ბრალზე იმსჯელებს. უკვე დასრულდა ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა და მოწმეთა დაკითხვა.
ფურცხვანიძის უფლებადამცველის განცხადებით, წინა პროცესზე პროკურორმა დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ”უდავოდ” მიიჩნია. ადვოკატი მიიჩნევს, რომ ამის ლოგიკური გაგრძელება ბრალდებულების უდანაშაულოდ გამოცხადება იქნებოდა. უფლებადამცველი გამამართლებელ განაჩენს ელოდება.