15 ნოემბერი 2024,   10:35
ვრცლად
იმ საზოგადოებასაც აქვს თავისი თავმოყვარეობა, რომელმაც აირჩია უმრავლესობა - გურამ მაჭარაშვილი

"ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერი, გურამ მაჭარაშვილი თსუ-ში, გორსა და ბაკურიანში მომხდარ ფაქტებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ინციდენტებზე გამოძიება უკვე მიმდინარეობს და ოპოზიცია ამ თემით სპეკულირებს.

მისივე შეფასებით, საზოგადოება კარგად ხედავს, რომ რადიკალურ პროცესებს ვინც ახორციელებს.

"თუ ვინმე რადიკალურ პროცესებს ახორციელებს, ამას საზოგადოება ხედავს. ესენი არიან რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, პარლამენტში იქნება თუ საზოგადოებაში. ამიტომ ყველამ ნება იბოძოს, არჩევნებზე, ვისაც საზოგადოება აირჩევს, იმის გადაწყვეტილებას და კანონს ყველა უნდა დაემორჩილოს. როდესაც ვნახეთ უნივერსიტეტში შევარდნილი რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, ვითომ სტუდენტები, ან სხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლები, ვნახეთ ლექტორებს როგორ აბულინგებდნენ. იმ საზოგადოებასაც აქვს თავისი თავმოყვარეობა, რომელმაც აირჩია უმრავლესობა," - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

დღის ამბები