15 ნოემბერი 2024,   10:38
ვრცლად
11 მიმართულებით, საქართველოს კონკრეტული ხელშესახები რეზულტატები აქვს და სწორი არ იქნება, რომ შემფასებელთათვის ეს შეუმჩნეველი დარჩეს - მიხეილ სარჯველაძე სტატუსის მინიჭებაზე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, საქართველო უპირველესად იმსახურებდა სტატუსის მინიჭებას.

მისი განმარტებით, 11 მიმართულებით, საქართველოს კონკრეტული ხელშესახები რეზულტატები აქვს და სწორი არ იქნება, რომ შემფასებელთათვის ეს შეუმჩნეველი დარჩეს. სარჯველაძის თქმით, მე-12 პუნქტი პოლარიზაციას ეხება და ამის გამოსწორება, მხოლოდ ხელისუფლებაზე დამოკიდებული არ არის.

"შარშან მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ გამოქვეყნებულმა არაერთმა ანგარიშმა დაადასტურა, რომ საქართველო ნამდვილად იმსახურებდა, თუ კი მიღებული იქნა გადაწყვეტილება უკრაინისთვის, მოლდოვისთვის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, რა საკვირველია საქართველო უპირველესად იმსახურებდა ამ სტატუსის მინიჭებას. ასეთ ფონზე, იმის გათვალისწინებით, რომ 12-ვე მიმართულებით, უფრო კორექტულად თუ ვიტყვით 11 მიმართულებით, საქართველოს აქვს კონკრეტული ხელშესახები რეზულტატები, ყველა ამ მიმართულებით და შესაბამისად, ეს არც ერთ შემთხვევაში სწორი არ იქნება, რომ შეუმჩნეველი დარჩეს შემფასებელთათვის. შესაბამისად, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ რეალურად მიღებული გადაწყვეტილებაში, გათვალისწინებული იქნება ის წინსვლა, რომელიც 11-ვე მიმართულებით საქართველოს აქვს. დარჩენილი 1 მიმართულება, რომელიც უკავშირდება დეპოლარიზაციას, სამწუხაროდ არც თუ დიდ რეზულტატები გვაქვს იმიტომ, რომ აქ წარმატების მიღწევა მხოლოდ ხელისუფლებაზე დამოკიდებული ნამდვილად არ არის", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

დღის ამბები