15 ნოემბერი 2024,   10:34
ვრცლად
იმედია, ობიექტურად შეფასდება "ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ ევროინტეგრაციის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები - ირაკლი კობახიძე სტატუსის მინიჭებაზე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იმედს გამოთქვამს, რომ "ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ ევროინტეგრაციის მიმართულებით გადადგმული თითოეული ნაბიჯი, ობიექტურად შეფასება ევროპელი პარტნიორების მხრიდან.

"ჩვენ გვაქვს იმედი, რომ თითოეულ ჩვენს მიერ გადადგმულ ნაბიჯს, ობიექტური შეფასება ექნება. დაველოდოთ ზეპირ მოსმენას. იმედია, გაჟღერდება ობიექტური შეფასებები თითოეული იმ ნაბიჯის მიმართ, რომელიც გადაიდგა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ ევროინტეგრაციის მიმართულებით, მათ შორის 12 პუნქტის შესრულების ნაწილში“, – განაცხადა კობახიძემ.

დღის ამბები