15 ნოემბერი 2024,   10:20
ვრცლად
კინოცენტრის გარშემო შექმნილ ვითარებას სრულიად უსაფუძვლო აჟიოტაჟს უწოდებს კულტურის სამინისტრო- მათივე ცნობით, არასერიოზულია განცხადებები, რომ რეორგანიზაცია ცენზურას ისახავს მიზნად

კინოცენტრის გარშემო შექმნილ ვითარებას სრულიად უსაფუძვლო აჟიოტაჟს უწოდებს კულტურის სამინისტრო, განცხადების თანახმად აჟიოტაჟმა კამპანიური ხასიათი მიიღო და ემსახურება საზოგადოებისთვის მცდარი ინფორმაციის მიწოდებას, რაც სამინისტროს შეფასებით სწორედ კინოცენტრს აზიანებს.

სამინისტრო აქვე აცხადებს რომ არასერიოზულად გამოიყურება განცხადებები თითქმოს რეორგანიზაცია ცენზურას ისახავდეს მიზნად.

"მოცემულ უსაფუძვლო განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც პოლიტიკურად ანგაჟირებული პროცესის ნაწილია და ერთ-ერთი ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფის ოფისში ქართული კინოს წინააღმდეგ ჩაფიქრებული ნაბიჯია, თავის მართლებას არავინ აპირებს არც ახლა და არც - მომავალში" წერია თეა წულუკიანის უწყებისბ განცხადებაში.

პარალელურად სამინისტრო აცხადებს რომ მზადაა დიალოგისათვის და სამუშაო შეხვედრებს მიმდინარე კვირის ბოლოს დაიწყებს. რაც შეეხება კინოცენტრის დროებით მმართველს. უწყებამ აუცილებლად ჩათვალა დროებითი მმართველის სახით, კინოცენტრის დირექტორის მოვალეობის ტექნიკურად შესრულება სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის, კობა ხუბუნაიასათვის ეთხოვა. სამინისტროს განცხადებაში წერია, რომ მცდარია გავრცელებული ინფორმაცია, რომ ხუბუნაია ციხეში ბადრაგის პოზიციაზე მუშოაბდა.

რეორგანიზაციის პროცესში, კინოცენტრში დასაქმებული ყველა თანამშრომელი მიმდინარე წლის 12 ივლისამდე ირიცხება თანამშრომლად და, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მათგანი, ამბოხის მოტივით, არ ასრულებს დაკისრებულ ფუნქცია-მოვალეობებს, ყველა მათგანი შესაბამის გასამრჯელოს შეუფერხებლად იღებს. არცერთ თანამშრომელს არ ჰქონია და არ აქვს რაიმე სახის შეზღუდვა საკუთარი საქმიანობის განხორციელებასა თუ შენობაში შესვლასთან დაკავშირებით.

დღის ამბები