15 ნოემბერი 2024,   15:33
ვრცლად
თბილისში 160 ერთეული 18 მეტრიანი ავტობუსების შემოყვანა ეტაპობრივად განხორციელდება

თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა ისტორიული ძეგლების რეაბილიტაციაზე ისაუბრა. კახა კალაძემ ყურადღება გაამახვილა თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე სახლზე, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ცეცხლი გაუჩნდა.

მერის განცხადებით, დედაქალაქში არსებულ ისტორიულ ძეგლებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება, ისე, რომ პირვანდელი სახე შეუნარჩუნდება. პროცესში ბიზნეს სექტორი ჩაერთვება.

კიდევ ერთი თემა 160 ერთეული 18 მეტრიანი ავტობუსის შემოყვანა იყო, რომელიც თანამედროვე სტანდარტით იქნება აღჭურვილი. ცნობილი გახდა ასევე, რომ ღამის საათებში ხმაურის ზღვრის დაცვაზე კონტროლი გამკაცრდება.

"2023 წლის 15 ივნისს უკვე გაფორმდა ხელშეკრულება ავტობუსების მოწოდებასთან დაკავშირებით. 160 ერთეული 18 მეტრიანი მანის მარკის ავტობუსები მიეწოდება დედაქალაქს. ავტობუსების შემოყვანა მოხდება ეტაპობრივად. პირველ ეტაპზე 2024 წლის 1 აპრილამდე შემოვა 50 ავტობუსი, ხოლო ავტობუსების დარჩენილი რაოდენობა 2024 წლის ბოლომდე," - აცხადებს კახა კალაძე.

დღის ამბები