08 მაისი 2024,   00:01
ვრცლად
დინამო არენაზე ევროპის 21 წლამდელთა ჩემპიონატის პირველი მატჩი მიმდინარეობს- საქართველო პორტუგალიას ანგარიშით 2.0 ამარცხებს

დინამო არენაზე ევროპის 21 წლამდელთა ჩემპიონატის პირველი მატჩი მიმდინარეობს. ევროპის პირველობის მასპინძელი საქართველო პორტუგალიის ნაკრებს ხვდება და მოწინააღმდეგეს ორით ნოლს ამარცხებს, გოლები სტუმართა კარში გიორგი გაგუამ და საბა საზანოვმა გაიტანეს.

21 წლამდელთა ევროპის პირველობას ფეხბურთში საქართველოსთან ერთად რუმინეთიც მასპინძლობს. დღეიდან 8 ივლისი ჩათვლით შეხვედრები თბილისი გარდა ქუთაისსა და ბათუმშიც გაიმართება. 21 წლამდელებს ეხმარება ეროვნული ნაკრების 5 ფეხბურთელიც, ზოგიერთი სპეციალისტის პროგნოზით კი ჩვენს ნაკრებს ფინალურ ეტაპზე გასვლის შანსიც აქვს. 

ნაკრებს ეხმარება გულშემატკივარიც, რომლებმაც დინამო არენაზე შეკრება თამაშამდე რამდენიმე საათით ადრე დაიწყეს. 

დღის ამბები