23 აგვისტო 2026,   18:19
ვრცლად
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ტერორიზმში ბრალდებული ბადრი ესებუას პროცესი მიმდინარეობს

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ტერორიზმში ბრალდებული ბადრი ესებუას პროცესი მიმდინარეობს. ბრალდებული უკვე დაიკითხა, ის დანაშაულს არ აღიარებს. მან თქვა, რომ თავდასხმის დღეს სახლში იყო, მიმალვა კი საფრთხის გამო გადაწყვიტა.

ამ დროისთვის, სასამართლო ბრალდების მხარის დასკვნით სიტყვას უსმენს. დაცვის მხარე არ გამორიცხავს, რომ დღეს მოსამართლემ საბოლოო განაჩენი გამოაცხადოს.

ესებუა დაკავებულია ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით.

დღის ამბები