15 ნოემბერი 2024,   10:26
ვრცლად
ნიკა გვარამიაობა არაა ადვილი, მაგრამ სალომე გვარამია რომ იყო, ეს ნამდვილად ძნელია - გურამ მაჭარაშვილი

"ხალხის ძალის" წევრი გურამ მაჭარაშვილი სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ შეცდომას უწოდებს.

მაჭარაშვილი მიიჩნევს, რომ ნიკა გვარამიას მიმართ საზოგადოებაში არსებული ნეგატიური განწყობა პრეზიდენტისკენ გადამისამართდა.

"ზურაბიშვილმა რამდენიმე მიმართულებით დაუშვა შეცდომა. პირველი ის, რომ ამ გადაწყვეტილებით, პრაქტიკულად, აღიარა რასაც ჩვენ ვამბობდით, რომ ის თავის თავს არ ეკუთვნის და უცხოური ძალების გავლენის ქვეშ იმყოფება. შეურაცხყოფა მიაყენა საზოგადოებას, იმიტომ რომ არც ახსნა ამის მოტივაციები, თუმცა, ვერც ახსნიდა. მან ამ გადაწყვეტილებით, პრაქტიკულად, შეიზილა ყველა ის ნეგატიური განწყობა, რაც კი საზოგადოებას აქვს ნიკა გვარამიას მიმართ. მან თქვა, რომ დღეიდან ის არის ნიკა გვარამია, რაც იმას ნიშნავს, რომ აქამდე ნიკა გვარამიას გადადგმული ნაბიჯები და ამის შემდეგაც, მან თავის თავზე აიღო და ამ ტვირთს როგორ გაუძლებს, ამას ჩვენ ყველა ერთად ვნახავთ, იმიტომ რომ ძალიან დიდი ტვირთია. იმაზე უფრო დიდი ტვირთია, ვიდრე თავად გვარამიას აქვს, რადგან ნიკა გვარამიობა არაა ადვილი, მაგრამ სალომე გვარამია რომ იყო, ეს ნამდვილად ძნელია,"- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

დღის ამბები