ხვიჩას კვარაცხელიას კიდევ ერთი აღიარება. იტალიის სერია A-მ გასული სეზონის საუკეთესო გოლად ქართველი ფეხბურთელის მიერ "ატალანტას" კარში გატანილი გოლი დაასახელა. კვარაცხელიამ ისტორიული გოლი "ატალანტას" კარში 11 მარტს დიეგო მარადონას სახელობის სტადიონზე გაიტანა. "კვარადონამ" მოწინააღმდეგე გუნდის რამდენიმე ფეხბურთელი ეფექტური მოძრაობით ჩამოიშორა და ანგარიში გახსნა.
ქართველი ფეხბურთელისთვის გასული სეზონი განსაკუთრებული გამოდგა, მისი აქტიური თამაშის წყალობით "ნაპოლიმ" 33-წლიანი პაუზის შემდეგ, იტალიის ჩემპიონის წოდება მოიპოვა, კვარაცხელია კი სერია A-მ გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.