15 ნოემბერი 2024,   10:25
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება უსამართლო იყო და, გარდა ამისა, უპატივცემულობა საზოგადოების მიმართ - ვოლსკი

გადაწყვეტილება მოტივის გარეშე - ასე აფასებს ნიკა გვარამიას შეწყალებას მმართველი გუნდი. უმრავლესობა აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ პრეზიდენტს მისი გადაწყვეტილების არგუმენტები არ დაუსახელებია.

"დანაშაული იყო ჩადენილი და ასე აუხსნელად, ყოველგვარი კომენტარის გარეშე სალომე ზურაბიშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილება უსამართლო იყო და, გარდა ამისა, უპატივცემულობა საზოგადოების მიმართ, რომელიც მისგან ელემენტარულ განმარტებას მაინც ელოდებოდა, რას შეიძლება ამან ხელი შეუწყოს.

ვნახოთ, რამდენად დიდი რესურსი გამოიტანა ნიკა გვარამიამ სასჯელაღსრულების სისტემიდან იმისათვის, რათა დეპოლარიზაციის ამოცანას რაიმე შემატოს,"-განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გია ვოლსკიმ.

დღის ამბები