15 ნოემბერი 2024,   10:38
ვრცლად
რუსეთში განვითარებულ მოვლენებს ჩვენ უნდა დავაკვირდეთ, ეს არის ერთადერთი, რაც უნდა გავაკეთოთ - ირაკლი კობახიძე

"რაც შეეხება რუსეთში განვითარებულ მოვლენებს, ამ მოვლენებს ჩვენ უნდა დავაკვირდეთ. ეს არის ერთადერთი, რაც უნდა გავაკეთოთ,"- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ეს განცხადება მმართველი გუნდის თავმჯდომარემ ჟურნალისტების კითხვის პასუხად გააკეთა, რომელიც რუსეთში მიმდინარე მოვლენებს ეხებოდა.

"ბუნებრივია, ყველას მოვუწოდებ სიმშვიდისკენ. ეს არის და ეს, მეტი არაფერი,"-განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ზრუნავს ქვეყნის უსაფრთხოებაზე.

"ჩვენ ვერ ჩავერევით ვერცერთი სახელმწიფოს, მათ შორის, ვერც რუსეთის შიდა პოლიტიკაში. ეს არ არის ჩვენი საქმე. ჩვენ უნდა მივხედოთ ჩვენს ქვეყანას, უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება და სწორედ ამაზე ზრუნავს საქართველოს ხელისუფლება,"-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

დღის ამბები