რუსეთში მიმდინარე მოვლენებს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა. მისი სიტყვებით, რაც უფრო დიდხანს ეყოლება რუსეთს თავისი ჯარი უკრაინის მიწაზე, მით მეტ ქაოსს, ტკივილს და პრობლემებს გამოცდის საკუთარ თავზე.
"რუსეთი დიდი ხანია თავისი მმართველობის სისუსტეებსა და სისულელეს პროპაგანდით ნიღბავს. ახლა კი იმდენი ქაოსია, რომ ვერცერთი ტყუილი ვერ ფარავს. ეს ყველაფერი ერთი ადამიანია, რომელიც ისევ და ისევ 1917 წლით აშინებს მოქალაქეებს, რადგან სხვა რამის მოტანა არ შეუძლია.
რუსეთის სისუსტე აშკარაა. სრულმასშტაბიანი სისუსტე. რაც უფრო დიდხანს ეყოლება რუსეთს თავისი ჯარი და დაქირავებულები ჩვენს მიწაზე, მით მეტ ქაოსს, ტკივილს და პრობლემებს გამოცდის საკუთარ თავზე. ესეც აშკარაა. უკრაინას შეუძლია დაიცვას ევროპა რუსული ბოროტებისა და ქაოსისგან. ჩვენ ვინარჩუნებთ ჩვენს ძალას და ერთიანობას. ყველა ჩვენმა მეთაურმა, ყველა ჩვენმა ჯარისკაცმა იცის რა უნდა გააკეთოს. დიდება უკრაინას!" - განაცხადა ზელენსკიმ.