რაიმე კომუნიკაცია თუ შეიძლება შედგეს რუსეთთან, ამისთვის არის ერთადერთი არხი, მთავრობის სპეციალური წარმომადგენლის არხი, ამის იქეთ არხები არ არსებობს, – ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, ის, რაც გუშინ რუსეთში ხდებოდა, ქვეყნის შიდა საქმეა.
"ჩვენ გვაქვს რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, ჰუმანიტარულ საკითხებზე ურთიერთობები, მაგრამ არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები. თუ რაიმე კომუნიკაცია შეიძლება, შედგეს, ამისთვის არის ერთადერთი არხი, მთავრობის სპეცწარმომადგენლის არხი. ამის იქეთ არხები არ არსებობს. გუშინ არ ხდებოდა არაფერი განსაკუთრებული. რუსეთის შიდა საქმეა, რაც გუშინ ხდებოდა. ჩვენ რა კომუნიკაცია უნდა გვქონოდა ამაზე," – განაცხადა კობახიძემ.