UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, ილია თოფურიამ, რომელიც ქვე-მსუბუქ წონაში მეცხრე ნომერია, ამერიკელი ჯოშ ემეტი დაამარცხა. ჯექსონვილში გამართული ბრძოლა UFC-ის ღონისძიების მთავარი მოვლენა იყო. 26 წლის თოფურიამ უპირატესობა ჩხუბის საწყის ეტაპზევე მოიპოვა და მეტოქეს ხუთივე რაუნდი მოუგო. ბოლო, მეხუთე რაუნდის დასაწყისში ექიმმა 38 წლის ჯოშ ემეტის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეაფასა, მას თვალზე სერიოზული დაზიანება ჰქონდა, თუმცა მას ბრძოლის გაგრძელების უფლება მისცეს.
ილია თოფურია MMA-ში კვლავ დაუმარცხებელია. ქართველ სპორტსმენს UFC-ს ამ ღონისძიებაზე სპეციალური სტუმარი ჰყავდა. თოფურიას ლეგენდარული ესპანელი ფეხბურთელი სერხიო რამოსი ამხნევებდა.