საბერძნეთი პარლამენტის წევრებს ირჩევს, ეს კი თითქმის 1 თვის განმავლობაში, უკვე მეორე საპარლამენტო არჩევნებია. წინა შემთხვევაში, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მმართველობისთვის საჭირო უმრავლესობა ვერ მოიპოვა, რათა კოალიცია შეექმნა. სწორედ ეს არის საპარლამენტო არჩევნების მეორედ ჩატარების მიზეზი.
საარჩევნო უბნები დილის 07:00 საათზე გაიხსნა. ამომრჩევლებს ხმის დაფიქსირების საშუალება საღამოს 19:00 საათამდე ექნებათ. წინასწარი მონაცემები კი, თბილისის დროით, საღამოს 21:00 საათზე გახდება ცნობილი.