15 ნოემბერი 2024,   10:25
ვრცლად
"ეს აბსოლუტურად შეამცირებს ნდობას პუტინის მიმართ და ხალხს აფიქრებინებს, რომ მისი შეცვლა შესაძლებელია" - როგორ აფასებენ რუსეთში მიმდინარე მოვლენებს დასავლეთში ანალიტიკოსები

რუსეთში მიმდინარე მოვლენები კვლავ მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. შეფასებებს და პროგნოზებს აკეთებენ პოლიტიკოსები. ისინი მიიჩნევენ, რომ პრიგოჟინს ახლა სიფრთხილე მართებს.

"ეს ბოლო 30 წლის განმავლობაში, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რუსეთში ყველაზე დრამატული სამხედრო პოლიტიკური წინააღმდეგობაა. ვფიქრობ ამ ფაქტმა პუტინი მნიშვნელოვნად შეასუსტა. კერძო სამხედრო დაჯგუფება მოსკოვისკენ იძვრის და მას არავინ აჩერებს. მეტიც, ამის ფონზე მათ წინსვლის უფლება მისცეს. პრიგოჟინს ახლა სიფრთხილე მართებს. რუსული ელიტის ბევრი წარმომადგენელი, მათ შორის, პუტინიც ძალიან გაბრაზებული იქნება იმის გამო, რაც ჩვენ გუშინ ვნახეთ. პუტინისთვის დამახასიათებელია შურისძიება მათზე, ვისზეც ფიქრობს, რომ მას დანა ზურგში ჩაცხო," - განაცხადა სირაკუზის უნივერსიტეტის პროფესორმა, ბრაია ტეილორმა.

მათივე შეფასებით, ეს არის უზარმაზარი შოკი რუსული პოლიტიკისა და პრეზიდენტ პუტინისთვის.

"ყოველივე ამის შემდეგ, ეს არის უზარმაზარი შოკი რუსული პოლიტიკისთვის, უზარმაზარი შოკი პრეზიდენტ პუტინის რეჟიმისთვის და შესაბამისად, ეს შეიძლება იყოს მომავალში რეჟიმისთვის ბევრად უფრო პრობლემური პერიოდის მომასწავებელი. რა პასუხს სცემს პრეზიდენტი პუტინი ახლა ამას? გრძნობს თუ არა, რომ ის იმდენად დაზიანდა ამით, რომ მისი ძალაუფლებისა და რეპუტაციის აღდგენის მიზნით, ამის გაკეთების ერთადერთი გზა არის არსების განადგურება, რომელიც მან შექმნა. ეს დიდი ბრძოლა იქნებოდა, მაგრამ შედეგი ნამდვილად კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. აშკარაა რეჟიმის რღვევა, რაზეც ხალხი საუბრობდა და სპეკულირებდა. ეს ძალიან რეალურია. ეს აბსოლუტურად შეამცირებს ნდობას პრეზიდენტი პუტინის მიმართ და ხალხს აფიქრებინებს, რომ მისი შეცვლა შესაძლებელია," - აღნიშნა სამხედრო გენერალმა, რიჩარდ ბარონსიმ.

 

 

 

 

 

დღის ამბები