15 ნოემბერი 2024,   10:30
ვრცლად
პარლამენტი საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ კანონპროექტს განიხილავს - სხდომას ავტორ-შემსრულებლებიც ესწრებიან

პარლამენტი საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ კანონპროექტს განიხილავს. სხდომას, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს, ავტორ შემსრულებლებიც ესწრებიან.

კომიტეტის დაწყებამდე მათ სპეციალური მიმართვა გაავრცელეს, სადაც ოპოზიციის ნაწილს მოუწოდეს, მხარი დაუჭირონ წარდგენილ კანონპროექტს.

მათი განცხადებით, ამ ინიციატივის დამტკიცების შემთხვევაში მათი უფლებები მეტად დაცული იქნება.

სპეციალური განცხადება მომღერალმა, გია ნიკოლაძემ წაიკითხა, რომლითაც ხელოვანები ოპოზიციის იმ ნაწილს, რომლებიც არ აპირებს კანონპროქტისთვის მხარის დაჭერას,  მოუწოდებენ დაუჭირონ მხარი. როგორც ისინი აღნიშნავენ, დარგი სამართავად მთლიანად მიბარებულია ორგანიზაცია GCA-ზე, რომელმაც საავტორო ჰონორარები გაფლანგა, მისი თავმჯდომარე კი გიგა კობალაძეა.

"ჩვენი ბრიფინგი პირველ რიგში მიმართულია საპარლამენტო ოპოზიციის იმ ნაწილისადმი, რომელთაც გასულ დღეებში გაილაშქრეს საავტორო უფლებების დაცვის კანონის წინააღმდეგ და მოითხოვეს პროცესის შეჩერება. იმ ფონზე, როდესაც სფეროს პრობლემაში პროფესიულ დონეზე გარკვეულმა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მოიწონეს ეს კანონი და მისი მრავალპარტიული მხარდაჭერისკენ მოუწოდეს პარლამენტს. ეს ბრიფინგი, აგრეთვე მიმართულია იმ პირთა წრის მიმართ, რომელსაც ათასობით ავტორი ჰქვია, რომელთა ფეხქვეშ გათელილი უფლებებიც უნდა აღადგინოს ახალმა კანონპროექტმა. ჩვენი მიმართება ასევე ეხება ყველა დაინტერესებულ პირს, იმ უცხოური ორგანიზაციებისა, რომლებიც საქართველოზე ზრუნვის ეგიდით შეშფოთებულ წერილებს გზავნიან სხვადასხვა ოპოზიციურ ადრესატებთან. 12 წელია, ხსენებული დარგი გახრწნილი სქემით სამართავად მთლიანად მიბარებულია ორგანიზაცია GCA-ზე, რომელმაც საავტორო ჰონორარები გაფლანგა. მისი თავმჯდომარე ბატონი გიგა კობალაძეა. სწორედ ბატონი კობალაძეა საავტორო უფლებების სფეროში არსებული ფულადი ნაკადების მთავარი ბენეფიციარი, რომელიც მრავალწლიანი მოღვაწეობის შედეგად, აუდიტმა მკაფიოდ შეაჯამა და მოპარულია 14 მილიონი ლარი. სფეროს არა ერთი ფუნდამენტური დებულების დარღვევა და უგულებელყოფა, რაც მთავარია არა ერთი კონფლიქტი, განხეთქილება, დათესვა ავტორთა შორის, რასაც ჩვენ არ დავუშვებთ,“ - აცხადებს მომღერალი, გია ნიკოლაძე.

 

დღის ამბები