20 სექტემბერი 2024,   03:48
ვრცლად
თბილისის მერმა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები კიდევ 66 ოჯახს გადასცა

თბილისის მერმა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები კიდევ 66 ოჯახს გადასცა. მათგან 56 ოჯახი სამგორის რაიონში ცხოვრობს, ხოლო 10 - კრწანისში. წლების განმავლობაში დაუკანონებელი სახლების საკუთრებაში გადაცემა კახა კალაძის ინიციატივით დაიწყო. ამ ხნის განმავლობაში შენობა-ნაგებობები 2 684 ოჯახს დაუკანონდა.

"დღეს 66 ოჯახი გავაბედნიერეთ, რაც ჩემთვისაც ძალიან სასიხარულოა, როგორც ამ ქალაქის მერისთვის, ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანისთვის. დღეის მდგომარეობით, 3 ათასამდე ოჯახი გვყავს დაკმაყოფილებული, ვისაც საკუთრების დამდასტურებელი მოწმობები გადაეცა. ცხადია, აღნიშნული პროგრამა გაგრძელდება და ყველა იმ ადამიანს დავეხმარებით და გვერდში დავუდგებით, ვისაც აწუხებს აღნიშული საკითხი," - აცხადებს კახა კალაძე.

 

 

 

დღის ამბები