პარლამენტში, სადაც საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს, კამათი იყო. სიტყვიერი დაპირისპირება რამდენჯერმე იყო, პირველად ოპოზიციის წევრებს შორის, როდესაც იაგო ხვიჩიას რეპლიკა გრიგოლ ვაშაძემ გააპროტესტა და მეორედ ისევ გირჩის წარმომადგენელსა და ავტორ შემსრულებლებს შორის.
ოპოზიციონერ დეპუტატებს, იაგო ხვიჩიასა და გრიგოლ ვაშაძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ხვიჩიამ ვაშაძეს "სულელი" უწოდა.
"თქვენს ბოდვას ვუსმენდით გრიგოლ - რა გვარი ხართ? რა გვარია ეს სულელი? ამ სულელის ბოდვას ვუსმენდით. თქვენ შეურაცხყოფილი ხართ დაბადებიდან. სულელია, ვინც ამას ვერ ხვდება, აქ საერთოდ როგორ ზიხარ? ათასი სულელური აზრი მოვისმინე, მაგრამ არავისთვის შემიწყვეტინებია. ერთ-ერთი სანიმუშო ამორალური ადამიანი ამ დარბაზში მაძლევს შენიშვნას, რატომ? არ არის ამორალური? სინამდვილეში მე მართლა რა მინდა, რომ კამათის საგანი იყოს- სახელმწიფო უნდა ერეოდეს ავტორების საქმეში თუ ეს უნდა წყდებოდეს სასამართლოს მეშვეობით", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
ავტორი: ანუკა ბუავა