24 აგვისტო 2026,   01:26
ვრცლად
"ჯანდაცვის შესახებ" კანონში დაგეგმილ ცვლილებებს, პარლამენტი მეორე მოსმენით კენჭს მიმდინარე კვირას უყრის

"ჯანდაცვის შესახებ" კანონში დაგეგმილ ცვლილებებს, პარლამენტი მეორე მოსმენით კენჭს მიმდინარე კვირას უყრის. ოპოზიციაში ამბობენ, რომ შენიშვნები სრულად უნდა იყოს გათვალისწინებული.

მმართველი გუნდის თქმით, კანონმა საბოლოო ფორმა უკვე მიიღო, პროცესში კი აქტიურად იყო ჩართული ყველა დაინტერესებული მხარე.

ცვლილების მიხედვით, რეგულირების სააგენტოს უფლებამოსილება იზრდება. სააგენტო შეძლებს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ ობიექტებზე ნებისმიერ დროს შევიდეს, გამოითხოვოს მასალები, დაათვალიეროს, დალუქოს ან ამოიღოს შესაბამისი მტკიცებულებები. ასევე გამოიყენოს საჯარიმო ქვითარი და შეუჩეროს საქმიანობის უფლება.

ამავე პროექტით, იზრდება სამედიცინო და ფარმაცევტულ სფეროში მოქმედი საჯარიმო სანქციებიც.

დღის ამბები