23 ნოემბერი 2024,   02:17
ვრცლად
წალენჯიხაში სტიქიამ 12 ოჯახი გარესამყაროს მოწყვიტა

წალენჯიხაში, სტიქიამ სოფელ საჩინოს - ნაგურუს თემის მოსახლეობა, გარესამყაროს მოწყვიტა. საუბარია 12 ოჯახზე, რომელთაგან ერთ-ერთი მდინარის ნაპირზე ცხოვრობს და საშიშროების გამო, რამდენიმე დღეა, გახიზნულია.

ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ. მხარის რწმუნებულის ინფორმაციით, სპეციალისტების დასკვნის შემდეგ, ჩამონგრეული ხიდის აღდგენითი სამუშაოები დაიწყება, ასევე, მანამდე მოეწყობა ალტერნატიული გადასასვლელი.

ძლიერი წვიმის შედეგად, რამდენიმე სხვა სოფელშიც დაიტბორა სახნავ-სათესი სავარგულები და თხილის ბაღები.

დღის ამბები