12 ნოემბერი 2026,   15:36
ვრცლად
ხვიჩა კვარაცხელია: მერაბ, საბა! მადლობა და თქვენს გვერდით ვართ! კიდევ ერთხელ აჩვენეთ მსოფლიოს რას ნიშნავს იყო ქართველი

ხვიჩა კვარაცხელია მერაბ დვალიშვილის მიმართ აბუ-დაბიში განხორციელებულ თავდასხმას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

როგორც ხვიჩა კვარაცხელია წერს, მერაბ დვალიშვილმა და საბა ლაზიშვილმა მსოფლიოს კიდევ ერთხელ აჩვენეს, თუ რას ნიშნავს იყო ქართველი.

"მერაბ, საბა! მადლობა და თქვენს გვერდით ვართ! კიდევ ერთხელ აჩვენეთ მსოფლიოს, რას ნიშნავს იყო ქართველი, კაცი და ადამიანი. განსხვავებით იმათგან, ვინც ლაჩრულად, უკნიდან მოპარვით და უთანასწოროდ შეეცადნენ თქვენს დაჩაგვრას, კაცები ასე არ იქცევიან და, რა თქმა უნდა, ეს არ გამოუვიდათ და ქართველებთან არც არასდროს გამოუვათ", - წერს ხვიჩა კვარაცხელია.

UFC-ის ქართველ მებრძოლს აბუ-დაბიში სასტუმროს ფოიეში, ინტერვიუს დროს დაესხნენ თავს. დვალიშვილის ინფორმაციით, თავდამსხმელებს შორის იყო უსმან ნურმაგომედოვი და მისი გარემოცვა - დაახლოებით 20 ადამიანი.

 

დღის ამბები