"გადაუდებელი მედიცინა და ინტენსიური თერაპია" - თბილისში საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს. ღონისძიება თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის ორგანიზებით იმართება. მასში ქართველი და უცხოელი სპეციალისტები მონაწილეობენ. ღონისძიებას ჯანდაცვის მინისტრიც დაესწრო.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის თქმით, მეცნიერება და პრაქტიკული მედიცინა მაქსიმალურად მოითხოვს წახალისებასა და გაფართოებას:
"ადამიანები, რომლებიც აქ წარდგებიან საკუთარი პრეზენტაციებით, საკუთარი მიგნებებით უმნიშვნელოვანეს თემაზე და რაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი,ა სამეცნიერო ხარისხი, აი ასეთი სინთეზი მეცნიერებისა და პრაქტიკული მედიცინის მოითხოვს მაქსიმალურად წახალისებასა და გაფართოებას", - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.