საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" წევრის ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, პრეზიდენტის ვეტო საარჩევნო სისტემაში არსებულ ცვლილებებზე სწორი გადაწყვეტილება იყო.
რაქვიაშვილი იმასაც ამბობს, რომ თუ არჩევნებზე პრობლემა შეიქმნება, პასუხისმგებელი მმართველი გუნდი გახდება.
"ამ შემთხვევაში ვეტო სწორი იყო. მიუხედავად იმისა, რომ თეორიულად შეიძლება არც არაფერი არ მოხდეს ერთპარტიული ცესკოს თავმჯდომარის გამო, თუ არჩევნებზე პრობლემა შეიქმნა, როგორც იყო 2020 წლის არჩევნების შემდეგ - ბუნებრივია, კონსენსუსით არჩეული ცესკოს თავმჯდომარე ბევრად უფრო ეფექტიანი იქნებოდა.
როცა ადამიანს ბევრი პარტიის მხარდაჭერა აქვს უფრო მეტი თავდაჭერა ექნება და რესურსი, რომ მედიაციის როლი შეასრულოს. "ქართულმა ოცნებამ" თავის თავზე აიღო პასუხისმგებლობა და თუ რამე პრობლემები შეიქმნება არჩევნებზე, ცხადი იქნება, რომ ამ ნაწილში პასუხისმგებლობა თავიდან ბოლომდე "ქართულ ოცნებას" ექნება,"-აცხადებს ალექსანდრე რაქვიაშვილი.